John Deere 9RX 540 – ოთხმუხლუხიანი ძალა თქვენი მეურნეობისთვის
როდესაც საქმე ეხება 540 ცხენის ძალის გადატანას ნიადაგზე, John Deere 9RX 540-ს ბადალი არ ჰყავს. მისი ინოვაციური ოთხმუხლუხიანი კონსტრუქცია უზრუნველყოფს ნიადაგთან კონტაქტის უზარმაზარ ფართობს, რაც გამორიცხავს სრიალს და საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ნებისმიერ ამინდსა თუ ნიადაგის პირობებში.
ეს მოდელი აღჭურვილია ახალი, მაღალეფექტური 13.6 ლიტრიანი ძრავით, რომელიც სპეციალურად შეიქმნა მაქსიმალური მაბრუნი მომენტის მისაღწევად. ტრაქტორი შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო პროცესი იყოს უფრო სწრაფი, ზუსტი და ეკონომიური.
რატომ არის 9RX 540 საუკეთესო არჩევანი?
4-Track ინოვაცია: საბურავებიანი და ორმუხლუხიანი მოდელებისგან განსხვავებით, ოთხივე მუხლუხი დამოუკიდებლად მუშაობს, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და წევის ძალას მოხვევის დროსაც კი.
ნიადაგის სტრუქტურის დაცვა: წონის იდეალური განაწილება ოთხ მუხლუხზე ამცირებს ნიადაგის დატკეპნას, რაც გადამწყვეტია მოსავლიანობის შესანარჩუნებლად.
CommandView™ III კაბინა: 9-სერიის კაბინა სთავაზობს ოპერატორს პრემიუმ კომფორტს, ოთხწერტილოვანი საკიდი სისტემა კი აქრობს ყოველგვარ ვიბრაციას, რაც ტექნკის მართვას საოცრად მარტივს ხდის
| მახასიათებელი | მონაცემები |
| მოდელი | John Deere 9RX 540 |
| ნომინალური სიმძლავრე | 540 HP |
| ძრავის მოცულობა | 13.6 ლიტრი (6 ცილინდრი) |
| სავალი ნაწილის ტიპი | 4-Track (ოთხმუხლუხიანი) |
| ტრანსმისია | e18™ PowerShift |
| ჰიდრავლიკური ტუმბო | 208 – 416 ლ/წთ |
| საოპერაციო წონა | დაახლოებით 25,000 კგ |
| საწვავის ავზი | 1,495 ლიტრი |
.
ეს ტრაქტორი თავსებადია ჩვენს სასოფლო აგრეგატებთან — გუთანი, ფრეზა, კულტივატორი, მულჩერი, ვენახის სასხლავი.












